LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამუკას გარდაცვალებამ დამანგრია და გამანადგურა“ – რატომ ვერ უსმენს ძმის ხმას თაკო ჩარკვიანი

285
თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი თავისი ოჯახის წევრების შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და გულისტკივილს უზიარებს, რომელიც მის ცხოვრებაში ახლობელი ადამიანების გარდაცვალებას მოჰყვა:

„შარშან საშინელი წელი იდგა ჩემთვის. მამუკას მეუღლემ მოიტეხა ფეხი, დედა მეწვა მეშვიდე სართულზე კავკასიის ცენტრში და მამუკა – რეანიმაციაში. ფაქტობრივად ორთვენახევარი კლინიკაში ვცხოვრობდი. დედა ამ ხნის განმავლობაში ორჯერვე გამოვიყვანე და ორჯერ დავაბრუნე კლინიკაში. მოყოლა ახლაც მიჭირს, რა დღეებიც გადავიტანე. გადმოცემაც არ შემიძლია. დამანგრია და გამანადგურა მამუკას გარდაცვალებამ. ჩვენ შორის სხვაობა რვა წელი იყო და ბავშვობაში იგრძნობოდა, მაგრამ მერე ეს ზღვარი გაქრა და რომ გავიზარდე, ჩემი ძმაკაცი იყო. ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა… მისი წასვლით გაშრა და დაცარიელდა ყველაფერი ჩემ გარშემო. მიჭირდა მამუკას სიმღერების მოსმენა და მისი ხმის გაგონება. ჯერჯერობით გავურბივარ…

სიზმარად ხშირად ვნახულობ სამივეს. ხანდახან მგონია, რაღაცას მანიშნებენ… დაძახებით მეღვიძება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები