რუსა მორჩილაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ სიახლის შესახებ საუბრობს – მან ხელოვნების ლაბორატორია დააფუძნა, სადაც მსურველებს სიმღერასა და ცეკვას შეასწავლიან.
„ბევრი ვიფიქრე, სანამ მულტიფუნქციურ სივრცეს გავხსნიდი, რადგან ეს ჩემს პროფესიას არ ეხება. აქ ჩვენ ვასწავლით სიმღერას, ქართულ და ასევე სამეჯლისო ცეკვებს, ხატვას, თეატრალურ პლასტიკას და ასე შემდეგ. ძალიან ძნელი იყო თავის მობმა, თუმცა გავხსენით და ზუსტად ვიცი, ეს არა მარტო ბავშვების, არამედ მშობლების საყვარელი ადგილიც გახდება“.
კომპოზიტორი ცხოვრებისეულ სირთულეებზეც საუბრობს:
„ღმერთს ვერ შევცოდავ და ვერ ვიტყვი, უიღბლო ვარ-მეთქი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაში უდიდესი განსაცდელები არსებობდა და არსებობს. ამაზე საუბარი უბრალოდ, არ მსურს. სხვა გზა არ არის. ბარიერები უნდა გადაილახოს.
წლების მატება გაშინებს?
56 წლის ვარ, ასაკს არ ვმალავ, თუმცა უნდა ვთქვა, რომ წლების მატება მაშინებს, ეს ჩემი ერთ-ერთი ფობიაა. შინაგანად ახალგაზრდად ვგრძნობ თავს, თუმცა პირადობაში რომ ჩავიხედავ, ვხვდები, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი გავიარე. ამ განვლილმა წლებმა სიდინჯე მომცა…“
