LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ტყუპები ლოს-ანჯელესის ქუჩაში ნახატებს ყიდიან

711
page

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 18 წლის ტყუპები, ვივიენი და ნოქსი ლოს-ანჯელესში გამართულ ქუჩის ხელოვნების ბაზრობაზე შენიშნეს. ისინი ვივიენის ნამუშევრებს ყიდდნენ.

ვივიენმა საკუთარი სავაჭრო კარავი სახელწოდებით Tulip Fields მოაწყო და თავად იდგა დახლთან. ის დამთვალიერებლებსა და მყიდველებს ესაუბრებოდა და მათ საკუთარ შემოქმედებას აცნობდა.

სტენდზე წარმოდგენილი იყო ვივიენის მიერ შექმნილი გრაფიკული ნამუშევრები და პრინტები, სადღესასწაულო მისალოცი ბარათები და სტიკერები. ნივთების ფასი 10-დან 25 დოლარამდე მერყეობდა.

აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ მათი პირველი გამოჩენა მას შემდეგ, რაც მათ მამის გვარზე ოფიციალურად განაცხადეს უარი.

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ერთადერთი ბიოლოგიური ვაჟის რადიკალურად შეცვლილი იმიჯი – 18 წლის ნოქსის უახლესი გამოჩენა

ბრედ, მზად ხარ დარტყმისთვის? – ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის 18 წლის ქალიშვილმა სასამართლოს მიმართა – რა წერია განცხადებაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები