LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმუნიტეტს არ აძლიერებს ძველმოდური ხალხური მეთოდები, მაგალითად ნივრის ან ხახვის ჭამა“ – პედიატრი, სალომე ახვლედიანი ასახელებს 5 ფაქტორს, რომელიც ბავშვებს იმუნიტეტის გაძლიერებაში დაეხმარება

417
სალომე ახვლედიანი

პედიატრი, სალომე ახვლედიანი ასახელებს 5 ფაქტორს, რომელიც მისი თქმით ბავშვებს იმუნიტეტის გაძლიერებაში დაეხმარება.

პედიატრი ამბობს, რომ იმუნიტეტის გასაძლიერებლად არ გამოდგება „ხალხური მეთოდები“ და ბავშვების ბაღში ტარებისგან თავის არიდება:

„ბავშვის იმუნიტეტს აძლიერებს მრავალფეროვანი საკვების მიღება, ჰაერზე სეირნობა, სტრესის და შფოთვის დაბალი დონე, საკმარისი ძილი და გაკაჟება, იმუნიტეტს ასევე ამაღლებს ვაქცინაცია.

რაც შეეხება იმას, თუ რა არ აძლიერებს იმუნიტეტს, ესენია – იმუნიტეტის ასამაღლებელი დანამატები, მულტივიტამინები, ძველმოდური ხალხური მეთოდები, მაგალითად ნივრის ან ხახვის ჭამა და ბაღში ტარებისგან თავის არიდება…“ – ამბობს პედიატრი.

„2 წლამდე ბავშვებში ეს ყველაზე ხშირი დახრჩობის მიზეზია…“ – პედიატრი ბავშვებისთვის სახლში არსებული 5 ყველაზე საშიში ნივთის შესახებ