LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როდესაც ჩემი და დავკარგეთ, მაგ პერიოდში მქონდა მძიმე დაავადება, რომელიც დავამარცხე…თითქოს მე უნდა დამმართნოდა რაღაც და მან თავის თავზე აიღო“ – ჯანეტ ქერდიყოშვილი

1100
2026-09-28_00-01-37_170358

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ნოესთან“ სტუმრობს და მის ოჯახში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას იხსენებს, რომელის მის დას გადახდა თავს.

ჯანეტის თქმით, აქვს განცდა, თითქოს მას უნდა დამართნოდა რაღაც და მისმა დამ თავის თავზე აიღო.

„ანეტაზე საუბარი ზოგადად არ მიყვარს და ვერც ვსაუბრობ, ძალიან რთულია ჩემთვის. ის ჩვენთან სულ რაღაც 10 წელი იყო. ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ თითქოს, როდესაც ის უბედური შემთხვევის შედეგად დავკარგეთ, გადაიქცა ჩვენს და უფრო მეტად პირადად ჩემს მფარველ ანგელოზად. ამ ანგელოზმა იქედან წამომიყვანა, როდესაც რთულ დაავადებას ვებრძოდი. მასთან ჩემი საუბრები მქონდა.

ეს ჩემი დაავადებაც ზუსტად მაშინ ხდება, ერთი წლის თავზე. იმ პერიოდში თითქოს ჩემს თავსაც ვადანაშაულებდი რომ მე უნდა დამმართნოდა რაღაც და მან თავის თავზე აიღო… არ ვიცი, ეს გრძნობა სულ მაქვს. ანეტასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ჩვენს უფროს შვილს, ანას და ამბობს რომ მას ხშირად ესაუბრება“, – ამბობს ჯანეტ ქერდიყოშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები