ფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ პოდკასტში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ იმ ფსიქოლოგიურ ფენომენზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც გარდატეხის ასაკის მქონე ბავშვისთვის 25, 35 წლის ადამიანი ხანდაზმულად აღიქმება, თუმცა დასძენს, რომ მისი ასაკის ადამიანისთვის, 80 წლის მოხუციც კი ახალგაზრდაა.
ფსიქოლოგის თქმითვე, თუ როგორ ზრუნავს ოჯახი, სახელმწიფო და ზოგადად ადამიანები ხანდაზმულებზე, ეს სახელმწიფოს და ამ საზოგადოების სახეა.
„ახალგაზრდა ასაკში გაქვს განცდა, რომ შენი ასაკიდან გამომდინარე ეს არის ძალიან, თუნდაც 25 წლის და 35 წლის ადამიანი, გარდატეხის ასაკის მქონე ბავშვისთვის არის ძალიან ბებერი და ახლა, ამ ეტაპზე, 80 წლისაც ჩემთვის არის ახალგაზრდა, ნახეთ როგორ იცვლება. ეს უნდა ვიცოდეთ, ეს არის ფსიქოლოგიური ფენომენი. რაც შეეხება ხანდაზმულობას, ბავშვობა და ყმაწვილობა და მათზე ზრუნვა არის მომავალი სახელმწიფოსი და ხანდაზმულობა არის სახელმწიფოს სახე. როგორ ზრუნავს ოჯახი, სახელმწიფო და ზოგადად ადამიანები ხანდაზმულებზე, ეს არის სახელმწიფოს და ამ საზოგადოების სახე. რატომ ვამბობ ამას? – 40 წლის მერეც ხანდაზმულობაზე არ ვსაუბრობ, „40 წლის მერეც მორჩა გული ხელზე უნდა დაიკრიფო არა?“ – ამბობს ფსიქოლოგი.
