ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე პოდკასტში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ საუბრობს, როგორ ავიცილოთ დემენციის რისკი:
„რა არის დემენცია რეალურად? ნელ-ნელა თანდათანობით შეძენილი გამოცდილებების რღვევა, რომელიც კორელაციაშია სამედიცინო დარღვევებთან. დემენცია გაახალგაზრდავდა ბევრი მიზეზის გამო. ცხადია, ეს არის გენეტიკური. აღმოაჩინეს ეს გენი. თუ ადამიანს აღმოაჩნდა ის, დიდია ალბათობა, რომ მას შეიძლება დემენცია განუვითარდეს, ეს ყველაზე დიდი რისკ-ფაქტორია. თუმცა ამასთან, არსებობს სხვა შექცევადი რისკ-ფაქტორებიც. დღევანდელი ცხოვრების წესი ძალიან ამცირებს ამ შექცევადობას, მაგალითად, მჯდომარე მდგომარეობა – როცა ადამიანი მანქანიდან არ გადმოდის. ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვა, ასევ კვება. დღეს მოდაშია ჯანსაღი ცხოვრების წესი, დიეტები, მაგრამ დიეტა არ არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. კარგია ბოსტნეული, მეტი თევზი, ცოტა წითელი ღვინო – პროცესირებული საკვები, რომლითაც გავსებულია ჩვენი დახლები, არც ერთი არ იჭმევა. ეს ყველაფერი ორგანიზმს აბინძურებს. პლუს თუ გენეტიკური მიდრეკილებაა… ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, სისხლძარღვოვანი პრობლემები, იწვევს ქრონიკულ დაქვეითებას. კოგნიტური დაქვეითება არ არის დემენცია, მაგრამ მისი დროული აღმოჩენა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება დემენციის პრევენცია გავაკეთოთ. უზარმაზარი კვლევები ჩატარდა დემენციასთან დაკავშირებით – რაც უფრო განათლებულია ადამიანი, ტვინის ნაოჭი უფრო მეტი აქვს. დემენციის არსებობა განათლებულ ადამიანთან გვიან ამოიცნობა, მაგრამ ზოგადად ეს არის დამცავი მექანიზმი. კარგ განათლებას ვგულისხმობ, მუდმივად ახლის სწავლას, რომელიც ჩვენ ასევე გვეზარება. სოციალურ-ემოციური ფაქტორი ასევე მნიშვნელოვანია – ახალგაზრდა ასაკში იზოლაცია და ასოციალურობა მძიმეა, სამჯერ იზრდება დეპრესიის პროცენტი ხანში შესულ ასაკში…“
