LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკულტო ბენდმა – U2 ახალი ალბომი და დოლი პარტონთან დუეტი დააანონსა

136
photo-collage.png - 2026-09-30T165658.488

ირლანდიური როკ-ჯგუფის, U2 დაფუძნებიდან, 50 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საკულტო ბენდმა ახალი ალბომი დააანონსა.

ცნობილი გახდა, რომ კოლექტივის მე-16 სტუდიური ალბომს – Carnaval De Luz ჰქვია და ის გაყიდვაში, 16 ნოემბერს ჩაეშვება.

მომავალი მუსიკალური პროექტი ჯგუფის პირველი სრულფორმატიანი სტუდიური ნამუშევარია ახალი მასალით 2017 წლის შემდეგ. ალბომი შთაგონებულია ლათინოამერიკული კულტურითა და რიტმებით, მისი ჩაწერა კი ნაწილობრივ მექსიკასა და ბრაზილიაში მიმდინარეობდა.

მომავალი ალბომის მთავარ სიურპრიზად იქცა კომპოზიცია – Torn, რომელიც ახლახან გარდაცვლილ ქანთრის ლეგენდასთან, დოლი პარტონთან თანამშრომლობით შეიქმნა. კრიტიკოსები ბონოსა და დოლის ემოციურ ვოკალურ დუეტს მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელ და რეზონანსულ კოლაბორაციად აფასებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები