LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა ქალის ოცნებაა ასეთი მამაკაცი“ – ჯეი ლოსა და მისი პირადი მცველის უახლესი ვიდეოები მსოფლიო მედიას იპყრობს

346
page

57 წლის ჯეი ლოს პირადი ცხოვრება კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ტაბლოიდები არტისტის ახალ რომანზე აქტიურად საუბრობენ. საუბარია მის პირად მცველზე, რომლის სახელი ჯერჯერობით არ სახელდება, სამაგიეროდ აქტიურად ვრცელდება მათი ერთობლივი ფოტოები და ვიდეოები.

„მზერა ყველაფერს ამბობს“, „ფილმის სცენარი?“ – პირად მცველთან ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, ჯეი ლომ მისი ფოტოები „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა

ჯეი ლოსა და მის პირად მცველს შორის თვალში საცემი ქიმიაა გაჩაღებული. ერთ-ერთ ღონისძიებაზე ისინი ხელკავით მიემართებოდნენ წითელ ხალიჩაზე და ერთმანეთს უღიმოდნენ. სულ ცოტა ხნის წინ კი ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, რომელშიც მისი პირადი მცველიცაა აღბეჭდილი. ერთ-ერთ ფოტოში ნათლად ჩანს ჯეი ლოს მზერა, რომელიც სწორედ მისკენაა მიპყრობილი.

უახლეს ვიდეოებს, რომელიც მედიაში ვრცელდება უამრავი კომენტარი მოჰყვა:

„როგორი ყურადღებიანი და გალანტურია“,„ყველა ქალის ოცნებაა ასეთი მამაკაცი“,„ბენ აფლეკისგან რადიკალურად განსხვავებული“,„ახლა მსოფლიოს ქალები ჯეი ლოს პირად მცველს ქრაშავენ“,„ფილმის სცენარი?“, „მზერა ყველაფერს ამბობს“, „ჩვენს ცხვირწინ რომანი გააჩაღა და მხოლოდ ახლა მივხვდით“, „ბოლოს და ბოლოს იპოვა ნამდვილი მამაკაცი“, „საოცრად უხდებიან ერთმანეთს“, „საოცარი ქიმია აქვთ“, – არ წყდება კომენტარები.

„ჩვენს ცხვირწინ რომანი გააჩაღა და მხოლოდ ახლა მივხვდით“ – ჯეი ლოსა და მისი პირადი მცველის უახლესი ვიდეო მსოფლიო მედიას იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები