მინესოტის შტატში მცხოვრები ქალი, რომელიც ინტერნეტმომხმარებლების თქმით, გარეგნულად ძალიან ჰგავს 57 წლის ცნობილ მომღერალს, ჯენიფერ ლოპესს, ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც TMZ წერს, სირენა ენ კვასტი მას შემდეგ დააკავეს, რაც მინესოტის ქალაქ მონტიჩელოში მდებარე მაღაზიიდან ელექტრო ხელსაწყოებისთვის განკუთვნილი აკუმულატორების ორი შეფუთვა მოიპარა. მოპარული ნივთების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 580 დოლარი შეადგინა.
ქალის დაკავების შემდეგ გადაღებული ფოტო მალევე გავრცელდა სოციალურ ქსელებში. ყურადღება კი არა მხოლოდ საქმის დეტალებმა, არამედ სირენა ენ კვასტის გარეგნობამ მიიქცია. მისი და ჯენიფერ ლოპესის მსგავსება მართლაც თვალშისაცემია.
ფოტოს გავრცელებას სოციალურ ქსელებში არაერთი კომენტარი მოჰყვა. მომხმარებლები დაკავებულ ქალს მომღერლის „ორეულს“ უწოდებენ.
„შეყრა, გაყრის შემდეგ“ – ჯეი ლო და ბენ აფლეკი ერთად გამოიჭირეს
„საკუთარ თავს ასე რომ უვლის, შვილს მიხედოს“ – ჯეი ლოს უახლესი გამოჩენა შვილთან ერთად


