ჯენიფერ ლოპესი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. 57 წლის მომღერალმა და მსახიობმა Vogue World 2026: Milano-ის ღონისძიებაზე მოულოდნელი საცეკვაო ნომრით და თვალისმომჭრელი სამკაულით გაიბრწყინა.
ლოპესმა მამაკაც მოდელს ხელი მოჰკიდა და მილანის ისტორიულ გალერეა Vittorio Emanuele II-ში მასთან ერთად საცეკვაო ნომერი შეასრულა.
მომღერალს ყელზე „დოლჩე და გაბანას“, Alta Gioielleria-ს კოლექციის გამორჩეული, თეთრი ოქროსა და 74.459-კარატიანი ბრილიანტების ყელსაბამი ამშვენებდა. მას ამავე ბრენდის შავი ტიულისგან შექმნილი კორსეტიანი კაბა ეცვა.
ცნობისთვის, Vogue World-ის მეხუთე ღონისძიებამ მილანში „მოდის კვირეული“ გახსნა და იტალიური მოდის, ოსტატობისა და კრეატიულობისადმი მიძღვნილ საღამოდ იქცა, რომლის მთავარი თემაც ტექნოლოგიების ეპოქაში ხელოვნების ტრადიციული ფორმების შენარჩუნება იყო.
„ეს რა დაგმართვია?!“ – პარიზის ქუჩებში გამოჩენილ ჯეი ლოს „ლუქს“ სასტიკად უწუნებენ
„ზედმეტად ვულგარული“ – ჯეი ლო უახლესი ფოტოების გამო კრიტიკის ობიექტი ხდება