ჯეი ლო „პარიზის მოდის კვირეულზე“ საფრანგეთის დედაქალაქს ეწვია. მას თან ახლდა პირადი მცველი, რომლის შესახებაც ბოლო ორი კვირაა არ წყდება საუბარი და მედიაში აქტიურად საუბრობენ მათ შესაძლო რომანზე.
მომღერალი ამ დღეს განსაკუთრებით თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. მას თხელი მაქმანებიანი კაბა ეცვა რომელიც თეთრ წინდებსა და შავი ტყავის ლოფერებს შეუხამა.
„უკვე გაუთამამდა“, „აშკარად კომფორტულად გრძნობენ ერთად თავს“, „მშვენიერი წყვილია“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, ერთ-ერთ ღონისძიებაზე ისინი ხელკავით მიემართებოდნენ წითელ ხალიჩაზე და ერთმანეთს უღიმოდნენ. შემდეგ ხელიხელჩაკიდებულები დააფიქსირეს. სულ ცოტა ხნის წინ კი ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, რომელშიც მისი პირადი მცველიცაა აღბეჭდილი. ერთ-ერთ ფოტოში ნათლად ჩანს ჯეი ლოს მზერა, რომელიც სწორედ მისკენაა მიპყრობილი.