LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზერა ყველაფერს ამბობს“, „ფილმის სცენარი?“ – პირად მცველთან ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, ჯეი ლომ მისი ფოტოები „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა

303
Untitled Design

57 წლის ჯეი ლოს პირადი ცხოვრება კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.

არტისტი Dolce&Gabbana-ს დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასასრულს, DG Martini-ში გამართულ საღამოზე ელეგანტური კაბით გამოჩნდა, რომელიც დახვეწილი და თვალისმომჭრელი ნაქარგებით იყო გაფორმებული.

თუმცა, აქ მთავარი სიახლე ჯეი ლოსა და მისი პირადი მცველის, თვალშისაცემი ქიმია გახლდათ. ისინი ხელკავით მიემართებოდნენ წითელ ხალიჩაზე და ერთმანეთს უღიმოდნენ. ვიდეომ მსოფლიო მედიასივრცე დაიპყრო.

„ჩვენს ცხვირწინ რომანი გააჩაღა და მხოლოდ ახლა მივხვდით“ – ჯეი ლოსა და მისი პირადი მცველის უახლესი ვიდეო მსოფლიო მედიას იპყრობს

მეტიც, სულ ცოტა ხნის წინ ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, რომელშიც მისი პირადი მცველიცაა აღბეჭდილი. ერთ-ერთ ფოტოში ნათლად ჩანს ჯეი ლოს მზერა, რომელიც სწორედ მისკენაა მიპყრობილი.

მედია ჯეი ლოსა და მისი მცველის შესაძლო რომანს საკულტო ფილმის, „პირადი მცველის“ სცენარს ადარებენ, სადაც მთავარ როლებს უიტნი ჰიუსტონი და კევინ კოსტნერი ასრულებენ.

„ფილმის სცენარი?“, „მზერა ყველაფერს ამბობს“, „ჩვენს ცხვირწინ რომანი გააჩაღა და მხოლოდ ახლა მივხვდით“, „ბოლოს და ბოლოს იპოვა ნამდვილი მამაკაცი“, „საოცრად უხდებიან ერთმანეთს“, „საოცარი ქიმია აქვთ“, – არ წყდება კომენტარები.

ფოტო/ვიდეო: 57 წლის ჯეი ლოს თვალწარმტაცი ცეკვა და დაუვიწყარი „ლუქი“ Vogue World-ზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები