მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ გადაცემაში „360 გრადუსი“, კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ ტრაგიკულ ვითარებაზე, რაც მის ოჯახს დაატყდა თავს შვილის გარდაცველების შემდეგ:
„ყველა ბავშვს აქვს ტელეფონი, ეს ცუდი პრაქტიკაა, მაგრამ 1 წლის ბავშვებსაც აჭერინებს ზოგი მშობელი ტელეფონს ხელში, ჩემს 6 წლის ძმისშვილს ტელეფონს არ აკარებენ, იმიტომ რომ „ტიკ-ტოკზე“ მე ვარ, „ფეისბუკზე“, ყველგან მე ვარ… ჩემთან ჩემი ძმა რომ მოდის, თავის 6 წლის შვილი ჩემთან არ მოჰყავს, იმიტომ რომ ასეთს მიყურებს და მაცოდებენ ახლა ვერიკო ქარჩავას დედას…“ – ამბობს ეკა კუპატაძე.
