ნევროლოგი, მარინა ჯანელიძე გვიხსნის, როგორ განვასხვაოთ სამწვერა თავის ტკივილის სიმპტომები კავშირშია ნევრალგიასთან, თუ საქმე გვაქვს ანევრიზმის გასკდომის შედეგად აღმოცენებულ თავის ტკივილთან.
Gehealth-ის მიერ გავრცელებულ კომენტარში სპეციალისტი ამბობს, რომ სამწვერას ნევრალგია ეს არის აუტანელი, დენის დარტყმის მსგავსი, გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც გრძელდება 1 ან 2 წუთი, საუბარია ნევრალგიურ ტკივილზე. რაც შეეხება ანევრიზმას, ექიმის განმარტებით, უცებ განვითარებული, აუტანელი ტკივილის დროს ტვინის გარსებში სისხლჩაქცევები ყალიბდება, რაც მისივე განმარტებით ანევრიზმის გასკდომის შედეგად აღმოცენებული თავის ტკივილის სიმპტომატიკაა:
„ამის ზევით (ყელთან მიუთითებს) რაც გტკივა, არის სამწვერა ნერვი. ტკივილის ინერვაცია ამის ზევით ახდენს სამწვერა ნერვის, მაგრამ სამწვერას ნევრალგია ეს არის აუტანელი, დენის დარტყმის მსგავსი ტკივილი, რომელიც გრძელდება 1 ან 2 წუთი და გაგივლის, მერე ისევ დაგარტყამს. მე ვგულისხმობ აი ამ „დარტყმას“, ეს ისეთი გაუსაძლისია, რომ ყოფილან პაციენტები, რომლებიც სიმწრისგან თავს ურტყამენ, ისეთი ტკივილია, ოღონდ მერე გადის ეს ტკივილი და ეს არის ნევრალგიური ტკივილი, ის სრულიად განსხვავებულია შაკიკისგან, დაძაბულობის თავის ტკივილისგან და თუ ექიმი კარგად გამოჰკითხავს პაციენტს, გამოკვლევები არ გვჭირდება, გვჭირდება დიალოგი პაციენტსა და ექიმს შორის.
რამდენი ხანი სტკივა, როგორ სტკივა, რა ტიპის ტკივილია, მოკლედ კვალიფიცირებული ნევროლოგი, აქ არ არის საუბარი მაღალ მატერიებზე, ტკივილის ხასიათში უნდა გაერკვეს, ვგულისხმობ თავის ტკივილის ფორმებს რაც შეეხება ისევე, როგორც წელის ტკივილი. თუ პაციენტს კარგად გამოვკითხავთ, გავსინჯავთ, ძირითადად ეს საკმარისია, რომ ტკივილის ხასიათი შევაფასოთ, მერე შეიძლება დაგვჭირდეს დეტალები, ღრმა კვლევები თუ მიზეზს ვეძებთ უფრო სერიოზულს.
უცებ განვითარებული, აუტანელი ტკივილი, მეხის დარტყმის მაგვარი, ხანდახან ასე იწყება ტვინის გარსებში სისხლჩაქცევები, მაგალითად ადამიანი საქმიანობს და უცებ თითქოს თავში ჩაარტყეს, საშინელი ტკივილი იწყება, ეს არის ანევრიზმის გასკდომის შედეგად აღმოცენებული თავის ტკივილი…“ – ამბობს ნევროლოგი.
@gehealth #ჯანმრთელობა #მკურნალობა #ექიმი #რჩევები #კეტონალი
♬ original sound – Gehealth
