ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ბოლო ორი დღის განმავლობაში განხორციელებული საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ წერს და საზოგადოებას ემოციურ ამბავს უზიარებს.
როგორც ის აღნიშნავს, თბილისში დაბრუნებამდე მისი გუნდი ხუთი ავტომობილით გაემგზავრა და ბავშვებსა და ოჯახებს სხვადასხვა სახის დახმარება ჩაუტანა. მათ შორის იყო საცხოვრებლად საჭირო ნივთები, საწოლები, ტანსაცმელი, სათამაშოები და საკვები პროდუქტები.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ადგილზე ორი საცხოვრებელი კონტეინერიც დამონტაჟდა, რომლებშიც როგორც ბავშვები, ისე უფროსები შეძლებენ ცხოვრებას.
„აღარასდროს დაიძინებენ იმ ნანგრევებში და ამაღამ ყველა თავის საწოლში დაიძინებს“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.
აკა სინჯიკაშვილის განცხადებით, განხორციელებული დახმარების შემდეგ თბილისში დაბრუნებას განსაკუთრებული ემოციებითა და ბედნიერებით გეგმავენ.
„ერთ წამში მართლა ბედნიერება გავაჩინეთ ერთ ეზოში“, – წერს ქველმოქმედი და საზოგადოებას მოუწოდებს, სიკეთის კეთება გააგრძელონ.
