ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პატარა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც სინჯიკაშვილი წერს, ბავშვი თბილისში ჩამოიყვანეს და მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, ბავშვს უკვე საუკეთესო შედეგები აქვს.
„კარგი ამბები.
პატარა ჩამოვიყვანეთ თბილისში და მიიღო საუკეთესო ექიმმა, ბავშვთა ორთოპედმა ლევან ქაჯაიამ, ამერიკულ ჰოსპიტალში. ორი კვირაა ვმკურნალობთ და საუკეთესო შედეგები გვაქვს. რამდენიმე თვეში ოპერაციას გავუკეთებთ, შემდეგ რეაბილიტაციის დრო და ბავშვი ფეხზეც გაივლის, ირბენს კიდეც და ფეხბურთსაც ითამაშებს.
ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
ექიმს კი ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევს, კონსულტაციის ფული არ გამოგვართვა და მარტო ჩვენ კი არა, მართლა ყველას ასე ექცევა.
უკეთესი ამბებით დავბრუნდები”,- წერს აკა სინჯიკაშვიკლი.
