LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბედნიერი ამბებით ვარ, პატარას მოვუძებნეთ საუკეთესო ექიმი და კლინიკა, ვუმკურნალებთ, ოპერაციას გავუკეთებთ, რეაბილიტაციას გავატარებთ და ბავშვი აუცილებლად გაივლის ფეხზე” – აკა სინჯიკაშვილი

166
თიბისი

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ბავშვისთვის უკვე შეირჩა საუკეთესო ექიმი და კლინიკა. პატარას ჩაუტარდება მკურნალობა და ოპერაცია, რის შემდეგაც რეაბილიტაციის კურსს გაივლის.

„ბედნიერი ამბებით ვარ. პატარას მოვუძებნეთ საუკეთესო ექიმი და საუკეთესო კლინიკა. ვუმკურნალებთ, ოპერაციას გავუკეთებთ, რეაბილიტაციას გავატარებთ და ბავშვი აუცილებლად გაივლის ფეხზე.

დიდი მადლობა ყველას, ვინც რჩევებით დაგვეხმარეთ, ფრთხილად და სწორად ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საუკეთესო შედეგი მივიღოთ.

მე თვითონ მივიყვან ყველგან, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს და მართლა ყველაფერს ვეცდებით, რომ ეს ბავშვი დავინახოთ, როგორ თამაშობს ფეხბურთს სხვა ბავშვებთან ერთად.

ჯანმრთელობა გვისურვეთ.

ყველაფერი გამოგვივა.

ყველაფერს გაგაგებინებთ გზადაგზა“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

„ბავშვი ასე იჯდა ეზოში, რა სჭირს ფეხებზე არც ვიცი, თვალებიდან არ ამომდის იმ დღის შემდეგ… ბავშვი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა“ – აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები