ტელეწამყვანი გვანცა დარასელია პოდკასტში – Speak Easy Georgia ტელევიზიიდან წასვლის პერიოდსა და იმ შეთავაზებაზე საუბრობს, რომელიც არხის დატოვებისას მიიღო.
მისი თქმით, იმ პერიოდში სერიოზულ პროფესიულ და პიროვნულ კრიზისს განიცდიდა, რამაც ტელევიზიიდან წასვლის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.
„კი, არ ვიცი, მე მგონი არსად არ მისაუბრია ამაზე, მაგრამ დასამალი ნამდვილად არა მგონია რამე იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მე წამოსვლას ისედაც ვფიქრობდი, ძალიან დიდი პიროვნული და პროფესიული კრიზისი მქონდა, თითქოს სტაგნაციაში ვიყავი, რაღაცნაირად აღარ მივდიოდი წინ… მინდოდა, რაღაც სიახლე ყოფილიყო, რაღაც ახალი მეკეთებინა…“ – აღნიშნავს დარასელია.
ვიდეო: „იყო ასეთი პერიოდი, როცა მე ჩემს შვილთან ურთიერთობა გამიფუჭდა…“ – გვანცა დარასელია
გვანცა დარასელია საკუთარ პოდკასტში საუბრობს სპორტისა და სწავლის ერთმანეთთან შეთავსებაზე.
ტელეწამყვანი ასევე იხსენებს პროდიუსინგის შეთავაზებას და განმარტავს, თუ რატომ არ დასთანხმდა კადრს მიღმა საქმიანობას:
„რაც შეეხება იმას, რომ მე კადრს მიღმა ყოფნა შემომთავაზეს, არ ვიცი, ვიღაცამ შეიძლება ამაყ ნათქვამად ჩამითვალოს, მაგრამ არ ვფიქრობდი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ უნდა ვყოფილიყავი კადრში…“, – ამბობს გვანცა დარასელია.
კითხვაზე, ტელევიზორს რამდენად ხშირად უყურებს, გვანცა დარასელია პასუხობს:
„ძალიან იშვიათად, გულწრფელად თუ გინდა ვთქვა, არ მომწონს კონვენტი რაც არის, ძირითად შემთხვევებში, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე Youtube-ს ვუყურებ აქტიურად, ვინ რას აკეთებს, როგორი ტენდენციებია და ა.შ“
