LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქ და ახლა”… მართლა რამდენი ბედნიერი წამია ცხოვრებაში…“ – როგორ აღნიშნა გვანცა დარასელიამ დაბადების დღე

312
gvanca daraselia

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია 37-ე დაბადების დღიდან ფოტოებსა და ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ აღნიშნა ტელეწამყვანმა იუბილე ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში.

წვეულებაზე განსაკუთრებულად მხიარული განწყობა სუფევდა.

სტუმრები ბერძნულ ჰანგებზე ენერგიულად ცეკვავდნენ და იუბილარს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავდნენ.

მანამდე იუბილარმა საკუთარ განცდებსა და აწმყოს აღქმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სოციალურ ქსელში დაწერა:

„…გავხდი 37 წლის და თითქოს ახლა ვსწავლობ აწმყოს შეგრძნებას..

სულ ცარიელი სიტყვები და უბრალოდ გატრენდებული ფრაზა მეგონა „აქ და ახლა”… „აქ და ახლა”.. მართლა რამდენი ბედნიერი წამია ცხოვრებაში.. ყველას დიდი მადლობა – მე თქვენ მიყვარხართ“, – აღნიშნა იუბილარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები