კაია გერბერი ძმისა და, როგორც თავად ახლობლები აღწერენ, მისი „საუკეთესო მეგობრის“ გარდაცვალებას უკიდურესად მძიმედ განიცდის. 25 წლის მოდელის უფროსი ძმა, პრესლი გერბერი, კვირას სარეაბილიტაციო ცენტრში გარდაიცვალა.
სინდი კროუფორდის ერთადერთი ვაჟის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ცნობილია
„კაია და პრესლი წარმოუდგენლად ახლოს იყვნენ. არ ვიცი, როგორ უნდა გააგრძელოს მან ცხოვრება მის გარეშე“, – განუცხადა წყარომ გამოცემა Page Six-ს.
წყაროს ცნობით, კაია ძმის გარდაცვალებას „ძალიან, ძალიან მძიმედ“ განიცდის. მათ განსაკუთრებული კავშირი ჰქონდათ და ერთმანეთისთვის მხოლოდ და-ძმა არ იყვნენ.
რა განაცხადა სინდი კროუფორდმა მისი ერთადერთი ვაჟის გარდაცვალებამდე
გავრცელებული ცნობებით, გარდაცვალების დროს 27 წლის მოდელი ლოს-ანჯელესის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უწყების ცნობით, გერბერის გარდაცვალება 2026 წლის 20 სექტემბერს, დილის 09:45 საათზე, ადგილზე მისულმა მედიკოსებმა დაადასტურეს.
სინდი კროუფორდი და რენდი გერბერი 27 წლის ვაჟის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, პირველად გამოჩნდნენ

