LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – „ანბანის კოშკთან“ მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები

1058
ბათუმი

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა.

ამავე ცნობით, შეჯახების შედეგად, ორივე მცურავ საშუალებაზე მყოფი ადამიანები ზღვაში ჩაცვივდნენ.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად კატერზე მსხდომები დაშავდნენ, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნებათ.

„ანბანის კოშკთან“ მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

„ფორტუნა“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

„ფოტოსქრინი“ „აჭარა თაიმსის“ ვიდეოდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები