LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექიმმა თქვა, დიპლომს დავხევ თუ ეს ქალი დაორსულდებაო… დღეს ის დედაა!“ – ემბრიოლოგი, ნინო მუსერიძე უნიკალურ შემთხვევაზე

682
ნინო მუსერიძე

ემბრიოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის კლინიკური დირექტორი, ნინო მუსერიძე გადაცემაში „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტი“ უნიკალურ სამედიცინო შემთხვევას იხსენებს, როდესაც 2023 წელს ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შედეგად საქართველოში დაიბადა პირველი ბავშვი:

„რთული პაციენტი იყო, ქალსაც პრობლემა ჰქონდა, მამაკაცსაც. ჩვენ გავაკეთეთ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, პიარპი თერაპია, მოკლედ ყველაფერი… გავუკეთეთ უფასოდ სამი ინვიტრო განაყოფიერება, ღეროვანი უჯრედები და ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთმა ექიმმა თქვა, რომ არაფერი არ გამოვაო, ვუთხარი გეხვეწებით მეთქი, ერთხელ კიდევ ვცადოთ და მისმა ექიმმა მითხრა, რომ ექიმმა თქვა, დიპლომს დავხევ, თუ ეს ქალი დაორსულდებაო… დღეს ის დედაა. ვკიოდით ყველა იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს არის უდიდესი ბედნიერება, არ დავნებდით, დღეს ვარ უბედნიერესი. სადაც წავსულვარ ყველგან ვამბობდი, რომ ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შედეგად საქართველოში 2023 წელს პირველი ბავშვი საქართველოში…“ – იხსენებს ნინო მუსერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები