LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: იგბი რიგნისთან გადაღებული ფოტოების შემდეგ, რომელმაც უამრავი დამცინავი კომენტარი გამოიწვია, კაია გერბერი პირველად გამოჩნდა

168
page

რამდენიმე დღის წინ, სინდი კროუფორდის ქალიშვილმა, კაია გერბერმა Emmy Awards-ის შემდეგ გამართულ „დისნეის“ წვეულებაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. მსახიობი და მოდელი, რომელიც სერიალში The Shards სიუზან რეინოლდსის როლს ასრულებს, ღონისძიებაზე კოლეგა იგბი რიგნისთან ერთად გამოჩნდა და დიდი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია.

ისინი ფოტოგრაფების წინაშე ერთად პოზირებდნენ. ფოტოების გავრცელების შემდეგ იგბი რიგნი ბულინგის მსხვერპლიც გახდა, მათ შორის სიმაღლის კონტრასტის გამო.

ვიდეო: „სასაცილოა მათი ერთად ხილვა“ – კაია გერბერმა წვეულებაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო

ამ ამბების შემდეგ კაიამ ბევერლი-ჰილზში გამართულ Specs-ის პრეზენტაციის ღონისძიებაზე, Proenza Schouler-ის კოლექციიდან 34-ე „ლუქი“ მოირგო. ეს გახლდათ წითელი ტოპი, რომელიც ზებრის პრინტით იყო გაფორმებული.

მოდელმა თამამი და თვალისმომჭრელი „ლუქი“ წითელ ხალიჩაზე თავდაჯერებულად წარადგინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის უკვე კარგა ხანია დედის ჩრდილიდან გამოვიდა და თანამედროვე მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.

როცა სამყაროს თავისი გათვლები აქვს – სინდი კროუფორდისა და რიჩარდ გირის შვილები Vogue-ის გარეკანზე ერთად გამოჩნდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები