LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა განაცხადა სინდი კროუფორდმა მისი ერთადერთი ვაჟის გარდაცვალებამდე

1063
page

სინდიმ კროუფორდმა შვილების, პრესლი და კაია გერბერების, განსაკუთრებულ ურთიერთობაზე მისი ვაჟის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლისთვის არაფერია იმაზე საამაყო, ვიდრე შვილების ერთმანეთის მიმართ სიყვარული და კარგი ურთიერთობაა.

„ვფიქრობ, მშობელი არაფრით ისე არ ამაყობს, როგორც შვილებს შორის ახლო ურთიერთობით. პრესლის და კაიას ერთმანეთი საოცრად უყვართ“, – განაცხადა 60 წლის მოდელმა გამოცემა People-თან ინტერვიუში.

იმ პერიოდში კროუფორდი მეუღლესთან, 64 წლის რენდი გერბერთან და შვილებთან ერთად ბრენდ Vuori-ის საგაზაფხულო კამპანიაში მონაწილეობდა.

„ეს საოცარი იყო. რა თქმა უნდა, ოჯახური ფოტოები ადრეც გადაგვიღია, მაგრამ ამჯერად ნამდვილი ფოტოსესია გვქონდა. ვფიქრობ, მე და ჩემმა მეუღლემ პირველ რიგში ის შევძელით, რომ მთელი დღე შვილებთან ერთად გაგვეტარებინა“, – იხსენებდა კროუფორდი.

მოდელმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო იმის მოსმენა, რას ამბობდნენ მისი შვილები მასსა და მის მეუღლეზე ინტერვიუს დროს.

პრესლი გერბერის უკანასკნელი ფოტო და ბოლო საჯარო მიმართვა – სინდი კროუფორდისა რენდი გერბერის ერთადერთი ვაჟი გარდაიცვალა

ცნობისთვის, სინდი კროუფორდისა და რენდი გერბერის ვაჟი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების დოზის გადაჭარბების შედეგად, სარეაბილიტაციო ცენტრში გარდაიცვალა.

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები