LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სასაცილოა მათი ერთად ხილვა“ – კაია გერბერმა წვეულებაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო

5819
page

კაია გერბერმა Emmy Awards-ის შემდეგ გამართულ „დისნეის“ წვეულებაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

მსახიობი და მოდელი, რომელიც სერიალში The Shards სიუზან რეინოლდსის როლს ასრულებს, ღონისძიებაზე კოლეგა იგბი რიგნისთან ერთად გამოჩნდა და დიდი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია.

ისინი ფოტოგრაფების წინაშე ერთად პოზირებდნენ. ფოტოების გავრცელების შემდეგ იგბი რიგნი ბულინგის მსხვერპლიც გახდა მათ შორის სიმაღლის კონტრასტის გამო.

„სასაცილოა მათი ერთად ხილვა“, „იგბის აშკარად არ აწუხებს ეს კონტრასტი და საკუთარ თავში თავდაჯერებულია“, – წერენ კომენტარებში.

სინდი კროუფორდისა და რენდი გერბერის ქალიშვილმა საღამოსთვის კრემისფერი ორეული აირჩია და როგორც ყოველთვის საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა.

„ისტორია მეორდება!“ – სინდი კროუფორდისა და რიჩარდ გირის შვილების უახლესი ვიდეო მედიას იპყრობს

დედა თუ შვილი? – 7 ფოტო, სადაც კაია გერბერსა და სინდი კროუფორდს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებთ

ვისზე გაცვალა კაია გერბერმა ოსტინ ბატლერი – მოდელი ცნობილი მსახიობის შვილს ხვდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები