LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოთქვა მზადყოფნა, რომ საჯაროდაც ისაუბროს და ყველა კითხვას უპასუხოს“ – გურამ დადიანიძის საქმის ახალი დეტალები

2864
2026-09-21_01-02-27_599978

გადაცემის „შენი ამბავი“ ავტორი და წამყვანი თაია გამთენაძე 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

„დღეს გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთ მოწმეს შევხვდით: მე, ქალბატონი სოფო ბიბილაშვილი და ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

მოწმემ დედისა და ჩვენს მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხა. საკმაოდ ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი გასაუბრება გვქონდა.

გამოთქვა მზადყოფნა, რომ საჯაროდაც ისაუბროს და ამ დღეებში მასთან ინტერვიუს ჩაწერაზე შევთანხმდით…

ეს ადამიანი თანამშრომლობს გამოძიებასთანაც და როგორც თავად აღნიშნა, მზად არის, ყველა კითხვას ნებისმიერ ფორმატში უპასუხოს.

დანარჩენს, იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში გაგიზიარებთ“, – წერს თაია გამთენაძე.

„დღეს კიდევ ერთხელ დაიბარეს გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი დუშეთის პოლიციაში! სიახლეებს მოგაწვდით… “ – რას წერს ადვოკატი

„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ მამიდას გურამი ფსიქოლოგთან დაჰყავდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული, მინდა მივმართო ფსიქოლოგსაც და ფსიქიატრსაც…“ – რას აცხადებს გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი

ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.

ვიდეო: „სადღაც ერთი კვირით ადრე გურიკამ დამირეკა…ყველას ვენდობოდი, მაგრამ ახლა ეჭვი გამიჩნდა“ – სოფო ბიბილაშვილის მიმართვა

„თუ გურიკა ცუდადაა, ან კომაშია გთხოვთ და გემუდარებით მიმიყვანეთ მასთან…“ – გურამ დადიანიძის დედის ემოციური მიმართვა

ვიდეო: „იმდენი რამე ვიცი, ვერ ვიტყვი… გურიკა დადიანიძე ცოცხალია, ძალიან კარგად არის“ – რას ჰყვება გურამ დადიანიძის საქმის მოწმის მამა

ვიდეო: „გელაშვილის გოგო გამოდის და იძახის: „დედა, თურმე 3 დღის მერე ჩავიდა გურიკას საძებნელადო“… არ რცხვენია? ეგეც მშობელია და მეც? მაგას ჩემსავით არ უცხოვრია გამწარებული 12 წელი…“ – სოფო ბიბილაშვილი

ვიდეო: „ვიცოდი, რომ ეს ამბავი იგეგმებოდა 2-3 კვირით ადრე…“ – რას ჰყვება გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე

„დღეს შევხვდი ბატონ ჯუმბერ ბუჩაშვილს, რომელიც უძღვებოდა სამძებრო სამუშაოებს გურამ დადიანიძის გაუჩინარების დღიდან“ – ტარიელ კაკაბაძე

„არ ვიცი, რისთვის გამწირეს… შვილო, სად ხარ?“ – სოფო ბიბილაშვილი 12 წლის წინ გაუჩინარებულ შვილს 30 წლის იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები