2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ირაკლი ოქრაძე გადაცემის „შენი ამბავი თაიასთან“ სტუმარი იქნება, სადაც ლომისაზე ექსკურსიის დღეს გაიხსენებს.
„მე ახლა ვიტყვი სიმართლეს… სრულიად გულწრფელი ვარ… რომელ ქვაზეც იძახიან, რომ დამჯდარი დავინახეთო, რატომ გადაწყვიტეს, რომ დამჯდარი დაინახეს, ვერ ვხვდები… მე არ დამინახავს გურიკა იქ დამჯდარი.
კახა რომ იძახის – მოვიდეს ერთი ეგ, ცხვირ-პირს დავუმტვრევ თუ რაღაც ამგვარს… ბებია მოუტრიალდა – ცხვირ-პირს დაუმტვრევ არა, ხელსაც ვერ დააკარებო.
…მამა ეძებდა შვილს, იძახდა მაპოვნინეთო – ისე იძახდა, თითქოს, რაღაც ნივთს ვეძებდით“, – ამბობს ირაკლი ოქრაძე.
ცნობისათვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.
ახალი დეტალებზე 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე – რას ამბობს ოჯახის ადვოკატი
