2014 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ მიმართვას ავრცელებს.
„ჩვენ ორივემ გულში დავმარხეთ ეს ყველაფერი, მხოლოდ შენ იცოდი დე ჩემი ტანჯვა-წამება…“ – წლების წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის ემოციური მიმართვა
გაუჩინარებული ახალგაზრდის დედა იმ მძიმე წლებსა და ტკივილზე საუბრობს, რაც შვილის დაკარგვის შემდეგ გადაიტანა და აღნიშნავს, რომ მიცემულ პირობას შეასრულებს და შვილს აუცილებლად იპოვის.
დედა რომელიც უკვე 12 წელია გაუჩინარებულ შვილს ეძებს სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და წერს:
„ასე როგორ უნდა გამიმეტოთ, ასე როგორ, რატომ დამაშორეთ ერთადერთ შვილს. მიმიყვანეთ მასთან, გემუდარებით, მიმიყვანეთ გურისთან, ცოცხლად ნუ დამმარხეთ…“ – წერს სოფო ბიბილაშვილი.
ახალი დეტალებზე 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე – რას ამბობს ოჯახის ადვოკატი
