„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მოვითხოვეთ გამოძიების დუშეთიდან თბილისში გადმოტანა! სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი ყველა დეტალის გასარკვევად“, – ამის შესახებ 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
ახალი დეტალებზე 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე – რას ამბობს ოჯახის ადვოკატი
ადვოკატის განცხადებით, საქმეში უნდა მოხდეს გამომძიებელთა ახალი გუნდის ჩართვა!
„გურამ დადიანიძის საქმეზე:
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მოვითხოვეთ გამოძიების დუშეთიდან თბილისში გადმოტანა! სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი ყველა დეტალის გასარკვევად.
საქმეში უნდა მოხდეს გამომძიებელთა ახალი გუნდის ჩართვა!
მადლობა, რომ ამ 2 თვეში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი! გამწარებულმა დედამ უნდა გაიგოს მისი შვილის ამბავი!
მადლობა საზოგადოებას ასეთი ნდობისთვის, მაგრამ საქმის გამოძიებას არ ატარებს დაზარალებულის ადვოკატი. საქმის გამოძიების უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს და არა ადვოკატს.
ველოდებით შსს-ს გადაწყვეტილებას“, – წერს ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.
