LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა გინდოდათ ჩემგან, რას გიშავებდით, რამე წაგართვით, რამე მოგპარეთ? ერთადერთი შვილი მყავდა, ტანჯვა-წამებით ვზრდიდი… გურის დავიბრუნებ როგორიც არის ისეთს“ – რას წერს გურამ დადიანიძის დედა

942
გურამ დადიანიძე

2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში შვილის შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს.

„სიცოცხლეს თუ აზრი აქვს შენ ხარ ჩემი აზრი გური, არ ვიცი ეს 12 წელი რამ გამაძლებინა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ სიცოცხლე ჯოჯოხეთად მიქციეს, ცოცხლად დამმარხეს…“ – რას წერს გურამ დადიანიძის დედა

სოფო ბიბილაშვილი საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის და წერს:

„რა გინდოდათ ჩემგან, რას გიშავებდით, რამე წაგართვით, რამე მოგპარეთ? ერთადერთი შვილი მყავდა, ტანჯვა-წამებით ვზრიდი, თუკი ვინმე მომეხმარეთ არ გტოვებდით ისე. ვიყიდიდი ჩემს ერთ კუთხეს და მეყოლებოდა ჩემი გური ჩემთან.

ვინც ჩემზე ხელს გამოიშვერთ, ჩემი ცხოვრებით იცხოვრეთ, ასე არასოდეს დამიწერია და ახლა ვწერ. მე გურის დავიბრუნებ როგორიც არის ისეთს და უბრალოდ ვისაც შვილები გყავთ, უფალს სანთელს როგორ უნთებთ. მადლობა ყველას თანადგომისთვის“, – წერს სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.

„სული მეწვის…დამიბრუნეთ ჩემი შვილი ხალხი არ ხართ, გული არ გაქვთ“ – გურამ დადიანიძის დედა

„არ ვიცი, რისთვის გამწირეს… შვილო, სად ხარ?“ – სოფო ბიბილაშვილი 12 წლის წინ გაუჩინარებულ შვილს 30 წლის იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს

ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები