LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნეტავ, აფხაზეთში მცხოვრები ქართველი იგივეს გააკეთებს? დადგება ქუჩაში და იტყვის, რომ ის ქართველია და თუ თვლიან, რომ აფხაზები და ქართველები ძმები ვართ, ჩამეხუტე?!“ – რას წერს ნინი შერმადინი დაურ ბუავაზე

559
ნინი შერმადინი

„ნეტავ, აფხაზეთში მცხოვრები ქართველი იგივეს გააკეთებს? დადგება ქუჩაში და იტყვის, რომ ის ქართველია და თუ თვლიან, რომ აფხაზები და ქართველები ძმები ვართ, ჩამეხუტე?!“, – ასე ეხმაურება ნინი შერმადინი აფხაზ ბლოგერ, დაურ ბუავას თბილისში გარდაცვალებას.

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს

„დაურ ბუავა, აფხაზი ბიჭი, რომელიც თბილისის ქუჩებში ტრაფარეტით იდგა წარწერით- “მე ვარ აფხაზი, თუ თვლი რომ ჩვენ ძმები ვართ ჩამეხუტე”

ყველა გარბოდა და ეხუტებოდა, ისევ ისე გავიქცევით და ჩავეხუტებით ჩვენ აფხაზებსაც და ოსებსაც. ეხლაც კი, როცა დაური მოკლეს…

ნეტავ, აფხაზეთში მცხოვრები ქართველი იგივეს გააკეთებს? დადგება ქუჩაში და იტყვის, რომ ის ქართველია და თუ თვლიან, რომ აფხაზები და ქართველები ძმები ვართ, ჩამეხუტე?! ჩაგვეხუტებიან კი ისინი? ბიჭი, რომელიც აფხაზების და ქართველების ჩახუტებასა და შერიგებაზე ოცნებობდა, აფხაზეთში მოღალატედ ცნეს…

ჩვენი შერიგება და დაბრუნება ნამდვილად ოცნებაა იმის ფონზე, რა რეალობაც დღეს ვნახეთ…

დაურ ნათელში იყავი, დღეს ღვთისმშობელი ჩაგიხუტებს გულში… მაინც მჯერა სასწაულის, რომ ჩვენ აუცილებლად შევრიგდებით და დავბრუნდებით!

აფხაზეთი საქართველოა!“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები