ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში ოჯახურ, უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს და წერს, რომ რეალურად შვილებს მშობლებთან ერთად ყოფნა ახარებთ.
გულუა აღნიშნავს, რომ ლოკაციას და აქტივობებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
„ჩვენი საზაფხულო 45 დღიანი მოგზაურობა დასრულდა, მიყვარხართ ჩემო ახალო და ძველო ზაფხულის მეგობრებო. ძალიან დიდხანს მტანჯავდა აზრი და შფოთი მქონდა, ბავშვებს შევთავაზო აქტივობები, ვუყიდო სათამაშოები, წავიყვანო გასართობ ლოკაციებზე… რეალურად, ჩვენს შვილებს უნდათ ჩვენთან ერთად ყოფნა, იქნება ეს ძვირფასი სასტუმრო თუ ლამაზი სოფლის სახლი, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, არა?“ – წერს ნანუკა გულუა.




