LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შენისთანა შვილზე ოცნებასაც კი ვერ გავბედავდი. ჩემო გამორჩეულო, ჩემო საოცრება!“ – ნანუკა გულუას და კახა კაშიას უფროსი გოგონა იუბილარია

425
ნინა კაშია

მსახიობ და ტელეწამყვან ნანუკა გულუას და კახა კაშიას უფროსი შვილი იუბილარია.

ნინა კაშია 4 წლის გახდა.

„ჩემო სულითხორცამდე ლამაზო შვილო, გილოცავ დაბადების დღეს! დედიკოს უყვარხარ საშიშად ძლიერი სიყვარულით!
ზუსტად 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დედა გავხდი შენი, ოქროსფერთმიანი, ცისფერთვალება ნინასი… 4 წელი მას შემდეგ, რაც იღბლიანი ბედნიერების ფეხით შემოხვედი ჩემს თურმე სრულიად უფერო ცხოვრებაში და ყველაფერი გააფერადე.
ბევრს ვერ ვისაუბრებ შენზე… შიში ვახსენე და მერე გეტყვი, რატომაც. მაგრამ დღეს მთავარს გეტყვი, დედიკო — შენისთანა შვილზე ოცნებასაც კი ვერ გავბედავდი. ჩემო გამორჩეულო, ჩემო საოცრება!
ღმერთო, გევედრები, სულ ჩახუტებულმა ატარე ჩემი შვილი ამ სასტიკ სამყაროში… დაიფარე, გაუფრთხილდი და ღრმა სიბერემდე უტკივილოდ, ჯანმრთელად და ძალიან ბედნიერად აცხოვრე“… – წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები