ტელესახე და მსახიობი ნანუკა გულუა პოდკასტში KiDoc თამარ ობგაიძესთან ერთად ჰყვება, როგორ გაასინჯა შვილს პირველად ღომისა და ყველის კომბინაცია 7 თვის ასაკში:
„გავასინჯე ღომი და ყველი, იყო 7 თვის. რომ დადგა მყარი კვების ეს სტადია, ის საწყის ეტაპზე დგება ჩვენს ოჯახში და არ გაგიკვირდებათ… ღომი და ყველი ისე მოეწონა, გაგიჟდა, იმ ღამეს ვეღარ ვაჭამე ძუძუ და მას შემდეგ ლაქტაცია აღარ მქონდა. თვითონ აღარ მოუნდა, ვხუმრობ, მას შემდეგ, რაც დააგემოვნა ეს ღვთიური საკვები-მეთქი…“
