LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსა მორჩილაძემ მულტიფუნქციური ხელოვნების ლაბორატორია შექმნა: „უგემოვნობას და უხარისხობას არ დავუშვებთ, პედაგოგების ისეთი ჯგუფი მყავს, დაუჯერებელი, სიურპრიზები ჯერ წინ არის…“

253
რუსა-მორჩილაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ რუსა მორჩილაძე არაჩვეულებრივი სიახლით სტუმრობდა, კომპოზიტორმა ახალი მულტიფუნქციური, შემოქმედებითი სივრცე „რუსა მორჩილაძის ხელოვნების ლაბორატორია“ შექმნა, რომელიც აერთიანებს მუსიკას, ცეკვას, სამსახიობო ხელოვნებას და სხვა შემოქმედებით მიმართულებებს. რუსამ შემოქმედებით სიახლეებზეც ისაუბრა და მსმენელს ნუცა ბუზალაძის სიმღერა „მინდა ბედნიერი ვიყო“ წარუდგინა.

რუსა, შექმენი „რუსა მორჩილაძის ხელოვნების ლაბორატორია“, ვისაუბროთ აღნიშნულ სიახლეზე…

ძალიან ბევრი წელია ამაზე ვფიქრობ, მაგრამ სულ რაღაც მიშლიდა ხელს, ეტყობა, ახლა დადგა ამის დრო. გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ ხელოვნების ლაბორატორია, მაღალპროფესიული, პროფესიონალური და მრავალფუნქციური, ჩემი მეგობრების ძალიან ფრთხილად არჩეული არმიით. მინდა, რომ იყოს ძალიან ფრთხილი, დაკვირვებული მუშაობა და აღზრდა პროფესიონალებად, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენთან მოყვარულებიც მოვლენ, სიმღერაზეც და ცეკვაზეც… 85 წლამდე ველოდებით ყველას…

ანუ ასაკი შეზღუდული არ არის?

რა თქმა უნდა.

რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, როდის მოხდება შერჩევა და იქნება თუ არა კონკურსის?

კი, დაწყებულია.

კონკურსს ვერ დავარქმევ, უფრო გასაუბრება იქნება, პირადად მე გავესაუბრები ყველას და საჭიროებების მიხედვით შევარჩევთ კლასებს, პროგრამებს…

რა თქმა უნდა, იქნება ჟანრების მრავალფეროვნება, თავისუფლება მუსიკალურ აზროვნებაში.

გვექნება ყველანაირი საშუალება, გვაქვს პატარა სცენა, სადაც პრეზენტაციების გაკეთება, სასცენო მუშაობა შეიძლება, სცენოგრაფია…

ტერიტორიულად სად იქნება აღნიშნული სტუდია?

დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე.

ველით ყველას… თან საქმე, თან გართობა, თან შედეგის დადება, ყველაფერი ერთად გვექნება. სწავლა ოქტომბერში იწყება.

პედაგოგების ისეთი ჯგუფი მყავს, დაუჯერებელი… სიურპრიზები ჯერ წინ არის. იქნება მაღალი ხარისხის სწავლება, რა თქმა უნდა, ჩემი ყოველწამიერი ყურადღების ქვეშ.

კონცერტებიც იქნება? 

რა თქმა უნდა.

ჩვენთან იქნება თანამედროვე სასიმღერო ხელოვნება, ვოკალში მუშაობა, ფოლკლორი, ჩვენი ხალხური სიმღერა, ქართული ცეკვა, სპორტული ცეკვები, სამეჯლისო ცეკვა, ჰიპ-ჰოპი… დიდი ამბავი გველის წინ.

რაც მთავარია, ხელოვნების ლაბორატორიაში ყველაფერი გემოვნებიანი იქნება და პროფესიონალები შეეცდებიან პროფესიონალად გაზარდონ ყველა ის ადამიანი, ვინც სტუდიაში მოვა…

რა თქმა უნდა, უგემოვნობას და უხარისხობას არ დავუშვებთ.

ვისაუბროთ ნუცა ბუზალაძის სიმღერაზე – „მინდა ბედნიერი ვიყო“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

უკვე რამდენიმე ხანია ეს სიმღერა არსებობს. ნუცას ჩემი ორი სიმღერა აქვს, არასოდეს არ ვსაუბრობ ხოლმე ჩემს სიმღერებზე, მირჩევნია სხვებმა ისაუბრონ, მაგრამ ამ ორიდან რომელი უფრო მომწონს, პირველი თუ მეორე, არ ვიცი, ორივე ერთმანეთზე უკეთესია. ოხერი გოგოა, იცის, რა სიმღერა უნდა იმღეროს (იცინის).  ნუცაზე ბევრის მოყოლა შემიძლია, ძალიან ნიჭიერი და საქმის ერთგულია. ცოტა „მანიაკია“ საქმეში. რა თქმა უნდა, დიდ წარმატებებს მიაღწევს, მინდა, რომ ბევრი იმუშაოს.

რუსა, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

მაქვს ახალი სიმღერები და ახლა, კეთების პროცესშია, უბრალოდ, რაღაცნაირი დროა, ნელი ტემპით კეთდება და იფუთება სიმღერები. საყვედურები არანჟირებების ავტორებს…

ნუცა ბუზალაძე – მინდა ბედნიერი ვიყო

გადაცემის აუდიოჩანაწერი

რუსა მორჩილაძე. “პრემიერა თაკოსთან”

googletag.cmd.push(function() { googletag.display('div-gpt-ad-1782980658245-0'); });
googletag.cmd.push(function() { googletag.display('div-gpt-ad-1782980585780-0'); });
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები