LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საბოლოოდ, ვინც მლანძღავდა და მაგინებდა, ყველას დედა, ბებია, ბაბუა თუ მამა… ვხუმრობდი ხოლმე, მთელი ვაკე მამაჩემთან არის-მეთქი…“ – ნანიკო ხაზარაძე ცხოვრების რთულ პერიოდზე

512
ნანიკო ხაზარაძე

თემურ ებიტაშვილის YouTube არხს, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ინტერვიუებს აერთიანებს, ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე სტუმრობდა.

ნანიკო ხაზარაძემ იმ რთული გადაწყვეტილებისა და საზოგადოებრივი წნეხის შესახებ ისაუბრა, რომელიც დემენციით დაავადებული მამის საოჯახო ტიპის პანსიონატში მოთავსებას მოჰყვა.

ხაზარაძის თქმით, წლების წინ, მიღებული გადაწყვეტილების გამო თავდაპირველად საზოგადოებისა და ახლო ნათესავების მხრიდან დიდი კრიტიკა და ბრალდებები დაატყდა თავს, თუმცა რეალურად მამის მდგომარეობასა და მოვლაზე არავის უზრუნია.

როგორც ტელეწამყვანმა აღნიშნა, დემენციით დაავადებულ ადამიანთან კომუნიკაციასა და მოვლას სპეციალური პროფესიული უნარები და 24-საათიანი მეთვალყურეობა სჭირდება, რაც მისი მოსაზრებით, ოჯახის პირობებში შეუძლებელია:

„თავიდან ნახევარი საქართველო დამეტაკა, რომ „მამა სანაგვეზე გადააგდოო”. ჩემმა საკუთარმა მამიდაშვილებმაც კი ჩემი ფოტოები გამოქვეყნეს სოციალურ ქსელში – „ჩვენ წამოვიყვანთ, მოვუვლითო”. ოღონდ ეს მხოლოდ ხმამაღალი განცხადება იყო – მას შემდეგ მამა არცერთხელ უნახავთ და არცერთხელ მოუკითხავთ, როგორ არის.

ღმერთმა შეარგოთ ის პანიკა, თავიდან რომ ატეხეს.

საბოლოოდ, ვინც მლანძღავდა და მაგინებდა, ყველას დედა, ბებია, ბაბუა თუ მამა… სულ ვხუმრობდი ხოლმე, მთელი ვაკე მამაჩემთან არის-მეთქი… იმიტომ, რომ ნელ-ნელა მიხვდნენ: მე მამა კი არ გადავაგდე, პროფესიონალებს ჩავაბარე, სადაც 24-საათიანი მეთვალყურეობა და პირველადი დახმარებისთვის ყველაფერი იყო.

ამაზე კარგი რა შეიძლება გაუკეთო შენს საყვარელ ადამიანს, რომელსაც ძალიან უჭირს და რომელთან კონტაქტსაც სპეციალური უნარები და ნერვები სჭირდება, რაც არც მე მაქვს და არც არავის.

დამისახელეთ ერთი ადამიანი, ვინც მშვიდად ეკონტაქტება დემენციის მქონე ოჯახის წევრს, რომელიც აგრესიულია, სახლიდან გარბის, იკარგება და ყველაფერს ლეწავს… დამისახელეთ ერთი ადამიანი, ვინც ამას მშვიდად, რკინის ნერვებითა და ღიმილით უყურებს? არავინ.“

გადაცემა იხილეთ სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები