ნანიკო ხაზარაძე თემურ ებიტაშვილის პოდკასტს ეწვია და ისაუბრა იმის შესახებ, როგორ მიდის მუდამ დინების საწინააღმდეგოდ. ამის მაგალითად მან გაიხსენა თავისი პირველი გათხოვების ამბავი, როდესაც 8 წლით უმცროს ლევან ნუცუბიძესთან შექმნა ოჯახი:
„პირველად რომ გავთხოვდი, რვა წლით პატარა ბიჭს გავყევი, ქერად შეღებილი თმითა და საყურით. ეს რამხელა ამბავი იყო, იცი? არ მგონია, რომ ეს პროტესტი ყოფილიყო, რა ვქნა, ასეთი შემიყვარდა ლევანიკო. თვენახევრის შემდეგ უბრალოდ, ვკითხე, ლევანიკო, რამდენი წლის ხარ-მეთქი. 19 წლისო… მე უკვე 28-ის ვხდებოდი. ცხადია, ჩემთვისაც შოკი იყო… რომ გავთხოვდი, პიკში ვიყავი ჩემი კარიერის, მაგრამ ტელევიზია დავტოვე და გავყევი ჩემს სიყვარულს…“
