მომღერალი ნიკოლოზ ხარატი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საკუთარ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
ხარატის თქმით, სწორედ ხალხის უპირობო სიყვარული და გვერდში დგომა აძლევს მას ენერგიასა და მოტივაციას, როგორც სცენაზე, ისე მის მიღმა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ გულშემატკივარს. თქვენი გვერდში დგომა და სიყვარული არასდროს დამავიწყდება. მე რომ სცენაზე და თუნდაც, სცენის გარეთ ასეთი აქტიური, ენერგიული და პოზიტიური ვარ, ეს თქვენი დამსახურებაა. ძალიან მიყვარხართ! უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ – წერს მომღერალი.
