„აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა „პროექციაში“ ნიკოლოზ ხარატი აღწერს, როგორი შეგრძნებაა მისთვის სცენაზე გამოსვლა:
„მიხარია ის ფაქტი, რომ საერთოდ არ გამაჩნია ნერვიულობა კონცერტის დროს. „რანინას“ რეპეტიციაზე ვერ ვავლენდი იმას, რასაც ვავლენდი კონცერტის დროს. მაქსიმუმს ვდებდი, მაგრამ არ გამოდიოდა კარგი. ჩემი მასწავლებლები სულ მარიგებდნენ. კონცერტზე კი სხვა რამ ხდება. იმპროვიზაციას ვაკეთებდი. სცენაზე გაცილებით სხვა ხასიათით ვასრულებდი, ვიდრე რეპეტიციაზე. განა იმიტომ, რომ არ მინდა, სცენაზე რომ გავდივარ, ღრუბელი გადადის ციდან და იხსნება ზეცა…“
