„აჭარის ტელევიზიის“ ეთერში მომღერალმა ნიკოლოზ ხარატმა ისაუბრა იმის შესახებ, როგორ აღმოჩნდა 3 წლის ასაკში დავით არჩვაძესთან, რომელიც თავისი მუსიკალური მონაცემებით გააკვირვა:
„პირველად, როცა ენა ამოვიდგი, მანამდეც შემეძლო პედაგოგთან მისვლა, მაგრამ ვერ ვლაპარაკობდი… როცა ლაპარაკი დავიწყე, დაახლოებით 3 წლის ვიყავი, როცა 12 წლის წინ მიმიყვანეს დათო არჩვაძის სტუდიაში. რომ დამინახა, დედაჩემს უთხრა, ძალიან პატარააო და არ მგონია, რომ რამე შეძლოს, მაგრამ მაინც ვცადოთო. დათოს საავტორო სიმღერა შევასრულე – „ღმერთი არის სიყვარული“. გაგიჟდა კაცი, დიდებიც ვერ ასრულებენ ასე კარგად ამ სიმღერასო. იმ წამსვე ამიყვანა და დაიწყო ჩემი მუსიკალური განვითარება…“
