LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდა ჩავწერო რამდენიმე სიმღერა, კლიპზეც მიდის მუშაობა… მსმენელები ძალიან მანებივრებენ, ძალიან თბილად მიმიღეს…“ – ავთო ჩადუნელი სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

198
ავთანდილ-ჩადუნელი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ავთო ჩადუნელი ესტუმრა. გადაცემაში სიმღერის „აპრილი თუ მაისი“ პრემიერა შედგა.

ავთო, რამდენი ხნით ჩამოხვედი საქართველოში?

ზუსტად 10 დღით ჩამოვედი. ბედნიერება მეწვია ოჯახში… შვილის ქორწილი მქონდა შაბათს და უფრო ამის გამო მომიწია ჩამოსვლა. ბედნიერი ვარ, ისეთი მუხტით მივდივარ, ცხოვრებაში ცვლილება შემოვიდა. ყველას ვუსურვებ ასეთი ბედნიერების განცდას… ისეთი მომენტი იყო, ცეკვას რომ ვუყურებდი, თვალები სიხარულის ცრემლებით ამევსო. 

როგორია შემოქმედებითი სიახლეები, სამომავლო გეგმები?

უნდა ჩავწერო რამდენიმე სიმღერა, რამდენიმე პროექტია. კლიპზეც მიდის მუშაობა. საქართველოში ამით ვარ დატვირთული და ეს არის ჩემი ყველაფერი. აქ რომ ჩამოვდივარ, დრო ფაქტობრივად არ მაქვს და ესეც მომწონს, რომ ჩართული ვარ აქტიურად. კი, ვიღლები, ენერგია იცლება, მაგრამ სამაგიეროდ, იმხელა ემოციას ვიღებ. მით უმეტეს, მსმენელები ძალიან მანებივრებენ, ძალიან თბილად მიმიღეს. ძალიან მიხარია, ეს არის ჩემი ცხოვრება.

რომელ ნამუშევარზე იღებ კლიპს?

„ერთხელ მინდა გიყვარდე“, რომელიც ძალიან აქტუალურია. ზურაბ ციციშვილი არის რეჟისორიც, სცენარისტიც, პროდიუსერიც. სიმღერის ავტორი ცირა ბზიშვილი გახლავთ.

ვისაუბროთ სიმღერაზე, „აპრილი თუ მაისი“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.

ძალიან ბევრი ადამიანი იყო ამ სიმღერაში ჩართული. ტექსტის ავტორი იმედო ჯანაშვილია. მითხრა ტექსტი მაქვს, თუ რამეს მოიფიქრებო და ძალიან გამიხარდა, რადგან ეს ადამიანი იმდენად კოლორიტია. ჩემმა მეგობარმა, ნიკოლოზ ედილაშვილმა დაგვიწერა მელოდია. სტუდია, არანჟირება ცირა ბზიშვილისაა.

ავთო ჩადუნელი – აპრილი თუ მაისი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ავთო ჩადუნელი – ერთი რამე გულიანი. Live

ავთო ჩადუნელი – ღვინოს დავლევ სალხინოს. Live

ავთო ჩადუნელი. “პრემიერა თაკოსთან”

googletag.cmd.push(function() { googletag.display('div-gpt-ad-1782980658245-0'); });
googletag.cmd.push(function() { googletag.display('div-gpt-ad-1782980585780-0'); });
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები