მსახიობი თათია სულუაშვილი პოდკასტს „მედგიდი“ სტუმრობდა, სადაც გაიხსენა, რა მომენტში მიიღო ბარიატრიული ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილება და როგორ განვითარდა მოვლენები ამის შემდეგ. როგორც მსახიობი ამბობს, საკუთარ თავში გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც მიხვდა, რომ წონის პრობლემა მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენდა.
„ფეხსაცმელებში მქონდა ამოფუებული ტერფი, რაც მეცვა და მივხვდი, რომ ვსიო, მორჩა! იმ დღეს გავიაზრე, რომ ვსიო თათია, უნდა გაიკეთო ბარიატრია.
მეორე დღეს დავრეკე თურქეთში და ორ დღეში გავფრინდი. ვიყავი 84 კილო. მკითხეს, რამდენი ხარ წონაში, რაზეც ვუპასუხე, რომ 90-ზე მეტი ვიყავი, დაახლოებით 100 კილომდე. ერთ თვეში უნდა მომემატა 12 კილო და წავედი.
მოვიმატე 12 კილო, წავედი ბედნიერად, მერე იქ 2 თვე ვიბრძოდი, რომ 12 კილო ისევ დამეკლო და ჩამოვედი იმ წონაზე, რაც მინდოდა“, – აცხადებს თათია სულუაშვილი.
