მომღერალი თამუნა ამონაშვილი, რომელიც 1 წლის წინ ტყუპების, იოანას და მელანიას დედა გახდა, პოდკასტს „მედგიდი“ სტუმრობდა, სადაც შვილების დაბადების შემდეგ რადიკალურად შეცვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა.
ვიდეო: „დღეს იონას და მელანიას დღეა“ – თამუნა ამონაშვილი იუბილარი ტყუპების მხიარულ კადრებს აქვეყნებს
თამუნა ამონაშვილი აცხადებს, რომ შვილები ისეთი ბედნიერებაა, რომ მის ცხოვრებაში მანამდე მომხდარი ყველა მოვლენა გააუფერულა.
„აქამდე როგორ ვცხოვრობდი, რას ვაკეთებდი… უაზრობა არ არის ცხოვრება, რა პერიოდში, რასაც აკეთებ, მაგრამ ამ შვილების არსებობამ აბსოლუტურად ყველა დეტალი გააუბრალოვა, რაც ნაცხოვრები მქონდა.
საოცარი სიმდიდრე შემოგვიტანეს სულიერად, რაღაც სიბედნიერე… აბსოლუტურად სხვანაირად სამყაროს, ქვეყანას, ადამიანებს. ადრე თუ რაიმეზე ძალიან გავბრაზდებოდი, დღევანდელი გადმოსახედიდან ეს აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს იმიტომ, რომ უფრო დიდი და ისეთი რამ შემოვიდა შენს ცხოვრებაში, რომ ნერვი ასეთ წვრილმანებზე არ გეშლება.
შენ თვითონაც გჭირდება ჯანმრთელობა, სწორი აზროვნება, სულიერი სიმშვიდე, რომ შენი შვილებიც სწორად გაიზარდონ და სწორ გზაზე დააყენო“, – აცხადებს თამუნა ამონაშვილი.
