LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „პრეზიდენტის მაღალი ტრიბუნიდან მე შემეძლო, ყველასთვის მეთქვა, რომ ეს განსაკუთრებული რაღაც არ არის. მშობლებს მივმართავდი, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი შვილები თამამად წარადგინოთ საზოგადოების წინაშე“ – მაკა ჩიჩუა დაუნის სინდრომზე

201
მაკა ჩიჩუაა

ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა პოდკასტში „მედგიდი“ იხსენებს, თუ როგორ შეხვდა ამბავს, როდესაც თემოს დაუნის სინდრომი დაუდასტურდა. მისი თქმით, ეჭვი თავადაც ჰქონდა, ანალიზების შემდეგ კი ეს ვარაუდი დადასტურდა, თუმცა შფოთვა დიდხანს არ გაგრძელებულა.

მაკა ჩიჩუა აღნიშნავს, რომ მაშინ, როგორც პრეზიდენტის მეუღლე, აქტიურად მოუწოდებდა სხვა მშობლებს, თავიანთი შვილები საზოგადოების წინაშე თამამად წარედგინათ:

„როდესაც გავიგე, რომ თემოს დაუნის სინდრომი ჰქონდა ძალიან შფოთვით შევხვდი, რომელიც ძალიან ცოტა ხნით გაგრძელდა და შემდეგ ვისწავლე მართვა. უკვე პროტოკოლი არსებობდა და ყოჩაღ იმ ადამიანებს, ვინც ეს პროტოკოლი ჩამოიტანა, გადმოთარგმნა. დასავლელ, ევროპელ და ცივილურ პროგრესულ ქვეყნებთან მაშინ კარგად იყო ბმა და მიდიოდა ეს პროცესებიც წინ.  თემოს გაჩენის დროს გიორგი პრეზიდენტი იყო.

პრეზიდენტის მაღალი ტრიბუნიდან მე შემეძლო, ყველასთვის მეთქვა, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული რაღაც არ არის. მშობლებს მივმართავდი, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი შვილები თამამად წარადგინოთ საზოგადოების და ყველას წინაშე“, – აცხადებს მაკა ჩიჩუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები