მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც უპასუხა კითხვას – „ესიზმრება თუ არა გიგა ავალიანი“.
„მელანდება… რომ დაგესიზმროს უნდა დაიძინო. ჩვენ არ გვძინავს, ვითიშებით და მერე აზრზე მოვდივართ. მერე აზრზე მოსვლა საშინელებაა, მაგრამ… რამდენჯერმე, ახლა ვინმეს შეიძლება ფსიქიკურად ისეთიც ვეგონო მაგრამ, იქვე კართან გიგას სილუეტიც დავინახე… მომენტში, კართან მეგონა, რომ უცებ ვიღაც დადგა, მოვტრიალდი და არავინ იდგა…
ერთმანეთთან არ ვსაუბრობთ. მე როდესაც გიგას საფლავზე ვწევარ, ვგრძნობ, სხვანაირ სითბოს.
მრცხვენია, რომ ცოცხალი ვარ. მრცხვენია, რომ მასზე თუნდაც ერთი დღით მეტს ვცოცხლობ… მრცხვენია, რომ ვსუნთქავ და იმისთვის, რომ ვიცოცხლო, ლუკმას ვყლაპავ. მაგრამ არ შეიძლება ახლა ჩემი სიკვდილი… ახლა ჩემი სიკვდილი არის გიგასთვის ღალატი, სერიოზული ღალატი…“, – აცხადებს ეკა კუპატაძე.
