რა არის ფეხის თითების დაბუჟების მიზეზი და როგორ ვუმკურნალოთ?
კლინიკა „ენმედიცის რეაბილიტაციის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ექიმი, ზურაბ მიქელაძე ფეხის თითების დაბუჟების მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე დეტალურად საუბრობს:
„პირველი მიზეზი, ეს არის წელის მალთაშორისი დისკის თიაქარი, რა დროსაც მალთაშორისი დისკი თიაქარის სახით აწვება წელის ნერვულ წნულს, რომელიც გადადის ქვემო კიდურში და ვითარდება ფეხის თითების დაბუჟება. ამ დროს მკურნალობისთვის აუცილებელია დაისვას სწორი დიაგნოზი, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიიის სახით და შემდეგ და შემდეგ კი მკურნალობა ჩვენს კლინიკაში თიაქრის რეზორფციის ანუ შეხორცების მეთოდით.
მეორე მიზეზი, ეს არის ნევროლოგიური პრობლემა, კერძოდ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის შემდგომი მდგომარეობა, რა დროსაც აუცილებელია „კატე“ ან „ემერტე“ დიაგნოსტიკა, ნევროლოგთან კონტაქტი და ნეირორეაბილიტაცია. ამ დროს ასევე ძალიან კარგია ქვემო კიდურის ნეირომიოსტიმულაცია.
მესამე მიზეზი, ეს არის ენდოკრინოლოგიური პრობლემა, კერძოდ შაქრიანი დიაბეტი, რა დროსაც ვითარდება ნეიროანგიოპათია, ამ დროს ქვემო კიდურში ვითარდება ტკივილი და დაბუჟების შეგრძნება, ამ დროს აუცილებებლია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, უნდა დავარეგულიროთ შაქრის მაღალი დონე სისხლში და უნდა მივიღოთ გარკვეული პრეპარატები, რომლებიც აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას ნევრულ უჯრედში და სისხლძარღვებში.
მეოთხე მიზეზი, ეს არის ნარკოტიკული ინტოქსიკაცია, კერძოდ იმ პირებში, რომლებიც ხშირად იყენებენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. ამ დროს ვითარდება ნერვული უჯრედების ინტოქსიკაცია, რაც იწვევს ქვემო კიდურის დაბუჟების შეგრძნებას.
მეხუთე მიზეზი, ეს არის ქვემო კიდურების არტერიების ათეროსკლეროზული შევიწროება. ამ დროს აუცილებელია ჩაერთოს ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი და ანგიოლოგი“, – ამბობს მიქელაძე.
