ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი, გოთუას სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი ბიძინა კულუმბეგოვი „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტს“ სტუმრობდა, სადაც იაპონელი და ამერიკელი მეცნიერების აღმოჩენილ პრეპარატზე ისაუბრა, რომელიც კიბოს მკურნალობის გასაღებია.
„რა აღმოაჩინეს მათ? მათ აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი და გენიალური ამბავი. მათ იპოვეს ესეთი იმუნური სისტემის გასაღები, რაც იყო მთავარი. შესაბამისად, რას ნიშნავს ეს?
თუ ეს ჭიქა, რომელიც ჩემს წინ დევს, წარმოიდგენთ, რომ არის სიმსივნური უჯრედი, სიმსივნურ უჯრედს აქვს ასეთი თვისება, ავთვისებიანი სიმსივნე მათ ზედაპირზე წარმოქმნიან ისეთ მოლეკულებს, რომელებიც აიძულებენ თავის თავს, რომ როგორც შუქი და მანათობელია და ჩვენ ვიზუალურად კარგად უნდა გამოვჩნდეთ კამერების წინ, ესენი ამ შუქს აქრობენ, ანუ მათ ამ როზეტთან მიუწვდებათ ხელი. სიმსივნურ უჯრედს შეუძლია, ეს შუქი, რომელიც მას აბრმავებს და სხვებისთვის ხილულს ხდის, ხელი მიაჭიროს და გამორთოს.
ამიტომ, ავთვისებიანი სიმსივნე შეუმჩნეველი ხდება ამ მოლეკულების გამო, მათ ზედაპირზე ვერ დაინახოს ჩვენმა იმუნური სისტემის უჯრედებმა.
სწორედ იაპონელმა მეცნიერმა და ალისონმა, ამერიკელმა მეცნიერმა აღმოაჩინეს პრეპარატების ჯგუფი, რომლების აი ამ რეცეპტორებს, რომელთაც როზეტთან მიუწვდებათ ხელი და შუქს აქრობინებენ, აი სწორედ იმათ აბლოკირებს. ამ ფუნქციას ართმევს კიბოს უჯრედს.
ამიტომ, წამალი თვითონ კი არ არის კიბოს საწინააღმდეგო იმუნური თერაპიის პრეპარატები, უბრალოდ ამას რომ ვერ ჩააქრობს შუქის პირობითში – ჩირგვებში დამარცხებულ სიმსივნურ უჯრედს დაინახავს. ჩვენი T ციტოტოქსიური ლიმფოციტი და ნატურალური კილერი ლიმფოციტი მივა და გაანადგურებს. ამას აკეთებს სწორედ ეს წამალი, რომ ამან ეს ფუნქცია ვერ განახორციელოს და შუქი ვერ ჩააქროს“, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
