თამო ვაშალომიძე, რომელიც ახლახან ვენეციის კინოფესტივალზე შესანიშნავად წარდგა, სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს.
ვაშალომიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ფესტივალზე განსაკუთრებით ღელავდა.
„ძალიან ვღელავდი თავიდან სულ ასე ვარ ხოლმე, სანამ ღონისძიებაზე გავალ.
ახლა კი, ვენეციის კინოფესტივალზე სტუმრობისას, ასმაგად უფრო ვღელავდი, რადგან სოფის დახატული კაბით ვიყავი.
კანი, რა თქმა უნდა, ჩემი რუტინის მიხედვით მოვამზადე: ჰიალურონის მჟავა, კოლაგენის შრატი, ნიაცინამიდი კანის დასამშვიდებლად და Anti-Age კრემი. მზისგან დამცავი ცალკე აღარ გამომიყენებია, რადგან BB კრემში SPF უკვე არის.
რაც შეეხება მაკიაჟს, გამოვიყენე 01-02 კონტური, 01-02 მატი ტუჩსაცხი და 01 ბლაში. ცოტა უფრო კარგად მქონიდა ვარდისფერი გამოკვეთოლად მინდოდა, ამიტომ ბლაში და კონსილერიც გამოვიყენე. ამ მხრივ ძალიან მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ტუჩსაცხი ტუჩებიდან არასოდეს მომშორდებოდა, სანამ თავად არ მოვიშორებდი, და სახეზეც ყველაფერი იდეალურად დარჩებოდა,“ – წერს თამო ვაშალომიძე.
