LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ გოგომ ეს „ქონექშენები“ თავად შეიქმნა, გაარღვია და გაიტანა – მასზე ვერ იტყვით ან მდიდარი ქმარი ჰყავს, ან მდიდარი მამაო!“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი თამო ვაშალომიძეზე

1097
ცისნამი საყვარლიშვილი

ვენეციის 83-ე კინოფესტივალზე, რომელიც 2 სექტემბერს გაიხსნა არაერთი ცნობილი და გამორჩეული სახე ვიხილეთ, მათ შორის იყო TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი თამო ვაშალომიძეც, რომელსაც ვენეციის კინოფესტივალზე შვილის, სოფიას ესკიზის მიხედვით შექმნილი კაბა ეცვა. 

ვიდეო: თამო ვაშალომიძე და ჯორჯინა როდრიგესი ერთად წითელ ხალიჩაზე – ქართველის მორიგი გაბრწყინება ვენეციის კინოფესტივალზე

თამო ვაშალომიძე და ჯორჯინა როდრიგესი ერთად წითელ ხალიჩაზე – ქართველის მორიგი გაბრწყინება ვენეციის კინოფესტივალზე

სოციალურ ქსელში გავრცელდა თამო ვაშალომიძის წითელ ხალიჩაზე გამოჩენის კადრებიც. ვიდეოში ჩანს, რომ თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე კრიშტიანუ რონალდოს მეუღლის, ჯორჯინა როდრიგესის გვერდით პოზირებს.

სოციალურ ქსელებში ყურადღების კიდევ ერთ მიზეზად იქცა პაპარაცების შეძახილებით გამოწვეული მომენტიც.

TAMO’S SKIN-ის დამფუძნებლის ვენეციის კინოფესტივალზე გამოჩენას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილიც:

„ამ გოგომ ეს „ქონექშენები“ თავად შეიქმნა, გაარღვია და გაიტანა. ასე რომ, ძალიან მიხარია, რადგან მასზე ვერ იტყვით ან მდიდარი ქმარი ჰყავს, ან მდიდარი მამაო! წარმატებები თამუნას და ყველა მოწადინებულ ადამიანს!“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები